„ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციამ“ (IFJ) ავღანელი კოლეგებისგან ქვეყნიდან ევაკუაციაში დახმარების თხოვნით 2000-ზე მეტი განაცხადი მიიღო, მას შემდეგ რაც ავღანეთზე კონტროლი რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ხელში გადავიდა. ინფორმაციას“, - ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Pajhwok-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, „ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციამ“ უკვე მიმართა „თალიბანის“ ხელმძღვანელობას ჟურნალისტების უსაფრთხო ევაკუაციის ორგანიზების თხოვნით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„მივმართეთ სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის ესპანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, საფრანგეთს, მექსიკას, იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და აშშ-ს, რათა ვიზების გაცემაში და ევაკუაციაში დაგვეხმარონ, თუმცა არცერთი ქვეყანა არაა მზად, 10-15 ჟურნალისტზე მეტი მიიღოს. ჩვენთან განაცხადები ყოველდღე შემოდის, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი მუდმივად იზრდება“, - განაცხადა IFJ-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯერემი ჯირმა.