„გარდენია“ მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს“, - ამის შესახებ „გარდენიას“ დირექტორმა ზურაბ შევარდნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ პირადად მასთან 22 კაცი სტუმრად იმყოფებოდა.
„ვინ დალუქა?! რა დალუქა?! დალუქული რომ იყოს, აქ იქნებით?! მე არ მინახავს რა კადრები გავრცელდა გუშინ. მე აქ ვცხოვრობ. აქ ვიღებ სტუმრებს. კარები ღიაა. არაფერი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, სტუმრები იყვნენ. ჩემთან იყო 22 კაცი. ჩემი პირადი სტუმრები მყავდა გუშინ“, - განაცხადა შევარდნაძემ.