logo_geo
eng_logo
„გარდენიას“ ტერიტორიაზე მხოლოდ ის ფართი დაილუქა, რომელშიც კოვიდრეგულაციების დარღვევით ღონისძიება ჩატარდა
- +

29 აგვისტო. 2021. 19:19

 

 

 

„გარდენია შევარდნაძის“ ტერიტორიაზე ის ფართი დაილუქა, რომელშიც კოვიდრეგულაციების დარღვევით ღონისძიება ჩატარდა.

 

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი ცხადაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ ადგილას 10-ზე მეტი პირის მონაწილეობით სოციალური ღონისძიება გამოვლინდა, რაც მოქმედი რეგულაციების დარღვევას წარმოადგენს.

 

„ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ფიზიკური პირი 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა“, - განაცხადა გიორგი ცხადაძემ.

 

როგორც მან განმარტა, დალუქვა „გარდენიას“ მთლიან სივრცეს არ შეეხო.

 

„შენობა და საცხოვრებელი სახლი არ დავხურეთ, დაილუქა მხოლოდ კვების ობიექტი, ფანჩატურის მსგავსი ნაგებობა, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება ხოლმე“, - აღნიშნა გიორგი ცხადაძემ.

 

თავის მხრივ, როგორც „გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, „ნამდვილად არ იყო ქორწილი" და მას პირადი სტუმრები ჰყავდა.

 

"სტუმრები იყვნენ ჩემთან, იყო 22 კაცი“, - აღნიშნა ზურაბ შევარდნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner