logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებებეი დღის წესრიგში დგას და კიდევ უფრო მეტი იქნება შემდეგი თვიდან
- +

29 აგვისტო. 2021. 20:33

 

 

„დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო დავასტაბილუროთ ეპიდვითარება, როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად რეგიონში და ამის საფუძველი უკვე გამოკვეთილია“, - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ჯამში ეს ვაქცინაციის ტემპსა და წესების დაცვაზე იქნება დამოკიდებული. მისივე ინფორმაციით, რეგიონში პედაგოგთა 50%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია, საკოორდინაციო საბჭო კი აცრილთათვის წამახალისებელ ღონისძიებებზე მსჯელობს.

 

„მთავრობა მუშაობას იმაზე, რომ იყოს დამატებითი წამახალისებელი ღონისძიებები და დარწმუნებული ვარ, მოქალაქეთა პასუხისმგებლობასთან ერთად ეს იმუნიტეტის გამომუშავებას აცრის საფუძველზე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში უკვე ვაქცინირებულია პედაგოგთა 50%-ზე მეტი და იმედი მაქვს, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით ჩაერთვებიან ვაქცინაციაში. ჩვენ კი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ როგორც წახალისების კუთხით იყოს კონკრეტული ღონისძიებები და იყოს ხელმისაწვდომობა ვაქცინებზე. ამიტომ, წამახალისებელი ღონისძიებებეი დღის წესრიგში დგას და კიდევ უფრო მეტი იქნება შემდეგი თვიდან“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner