logo_geo
eng_logo
ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება ექნებათ
- +

29 აგვისტო. 2021. 22:13

 

 

ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება ექნებათ. ამის შესახებ AFP წერს.

 

თუმცა, როგორც „თალიბანის“ მიერ დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აბდულა ბაკი ჰაკანიმ აღნიშნა, ქალები და კაცები სხვადასხვა კლასებში ისწავლიან.

 

ჰაკანის თქმით, გოგოები და ბიჭები ერთად ვერც სკოლებში ისწავლიან. მან აღნიშნა, რომ ქალებს განათლების უფლება აქვთ და „თალიბანი“ მათ ამისთვის „უსაფრთხო გარემოს“ შესთავაზებს. ჰაკანიმ ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტები მალე გაიხსნება, პედაგოგებს კი ხელფასს გადაუხდიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner