logo_geo
eng_logo
მსახიობი ედ ასნერი გარდაიცვალა
- +

29 აგვისტო. 2021. 23:28

 

 

ამერიკელი მსახიობი ედ ასნერი გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ის 91 წლის იყო.

 

„დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ იმ სევდას, რომელსაც ვგრძნობთ. ძილი ნებისა, მამა. გვიყვარხარ“, - ასეთი შეტყობინება გამოაქვეყნეს მსახიობის შვილებმა მის Twitter-ზე.

 

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

 

1981-85 წლებში ასნერი აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი იყო. 2009 წელს Pixar-ის მულტფილმში „მაღლა“ კარლ ფრედრიქსენი გაახმოვანა. ამერიკაში ის პირველ რიგში ცნობილია როგორ სიტკომ „მერი ლაირერ მურის“ შოუში საინფორმაციო პროგრამების დირექტორი, ლუ გრანტის როლის შემსრულებელი. ასნერი „ემის“ მფლობელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner