მომღერალი ქეთი მელუა ლეგენდარულ ჯგუფ "სკორპიონზთან" ერთად ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა.
დაჯილდოვების ლუდვიგ-ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა და კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქში, ბონის საოპერო თეატრში გაიმართა.
ევროპის კულტურის ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემენ გამორჩეულ შემოქმედებს და მისი დანიშნულება კულტურაში განსაკუთრებული მიღწევების გამოვლენაა.