გასული დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4 010 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 41 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყების დროიდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების სულ 417 996 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 361 126 პირი გამოჯანმრთელდა, 5 553 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ორივე დოზით 2.6 მილიონზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული.