logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: გაცილებით ეფექტური იქნებოდა, დაგვეწყო საგრანტო პროგრამები მცირე ოჯახური მეურნეობებისათვის, სეტყვისაგან დამცავი ბადეების შესაძენად
- +

30 აგვისტო. 2021. 01:34

 

 

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ბოლომდე ვერ იცავს ვენახებს სეტყვის არინებისაგან, ხშირად არის პრეტენზიები სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, პროგნოზირების მცდარობაზე და ა.შ.  ამ დროს ამ სისტემის შენახვა ბიუჯეტს მილიონები უჯდება“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„26 აგვისტოს, ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარ ვენახზე მიყენებული ზარალი, რომ დიდია ერთდროულად კახეთის ამ სამ წამყვან მუნიციპალიტეტში ათასობით ჰექტარზე გაშენებული დასეტყვილი ვენახებიდანაც ნათლად ჩანს.

მიმაჩნია, რომ რასაც სახელმწიფო აკეთებს, ოპტიმალური გამოსავალია, ამ ზარალის უკან ხომ ათასობით ოჯახი დგას,  და ეს პირველ რიგში სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ, სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მისაღებ ფასებში ჩაბარების გადაწყვეტილებაა,  რაც ოპერატიულად 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მაგრამ, ჩვენ ხომ იმასაც ვხედავთ, ეს პრობლემა წლიდან წლამდე მეორდება,    სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ბოლომდე ვერ იცავს ვენახებს სეტყვის არინებისაგან, ხშირად არის პრეტენზიები სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, პროგნოზირების მცდარობაზე და ა.შ.  ამ დროს ამ სისტემის შენახვა ბიუჯეტს მილიონები უჯდება. ბიუჯეტიდან არანაკლები თანხები მიდის დასეტყვილი და დაზიანებული ვენახების ზარალის ანაზღაურებაზე, რაც წესით სადაზღვევო კომპანიების პრეორეგატივა უფროა, ვიდრე სახელმწიფოს ვალდებულება, ფაქტიურად გამოვიდეს კერძო პირების  მზღვეველად.

პრობლემის თავი კი იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად დაზღვევა აქ არ მუშაობს, რასაც მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს ნუ დავაბრალებთ  და მიუხედავად სადაზღვევო პრემიის არც თუ მაღალი ფასისა, გლეხები მაინც არ აზღვევენ მოსავალს.  აქ წმინდა საბჭოური მენტალობა მუშაობს, რომ ზარალს მაინც სახელმწიფო აუნაზღაურებთ. დაზღვევის საფეხურიან სისტემებზეც რომ ვიყოთ გადასული,  (მაგ მარტო მოსავლის აღების პერიოდს რომ აზღვევდეს) ხშირად დაზღვევაც ვერ ანაზღაურებს იმ ზარალს რასაც მევენახე განიცდის. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ვაზის აღდგენას ზოგჯერ 2-3 წელიც კი სჭირდება.

მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ დაზღვევით არსად არ მოგვარებულა. ეკონომიკური თვალსაზრისით, გაცილებით ეფექტური და სწორი იქნებოდა დაგვეწყო საგრანტო პროგრამები მცირე ოჯახური მეურნეობებისათვის, სეტყვისაგან დამცავი ბადეების შესაძენად, რაც პრაქტიკულად ყველა მეღვინეობის მხარდამჭერ ქვეყანაში დაზღვევასთან ერთად გამოიყენება. ამით, ვენახების  მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, ბიუჯეტის გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც მნიშვნელოვნად შევამცირებთ და მცირე ბიზნესსაც გაფართოების კარგი შესაძლებლობა ექნება, უკვე ღვინო -მასალების საწარმოებლად, რაც მომავალში კიდევ ერთ პრობლემას - ყურძნის ჩაბარების სახელმწიფო სუბსუდიის პრაქტიკასაც დაასრულებს“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner