logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: მამხნევებს და მაძლიერებს თქვენი სიყვარული, რომელსაც ყოველ დღე ვგრძნობ!
- +

24 ივლისი. 2016. 21:19



გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას და მის გულშემატკივრებს მიმართავს:


ჩემო მეგობრებო და ლიდერთა სკოლელებო, შორიდან ვადევნებ თვალს თქვენს აქტივობებს და თანადგომას, მამხნევებს და მაძლიერებს თქვენი სიყვარული რომელსაც ამ შორი მანძილის მიუხედავად ყოველ დღე ვგრძნობ.

 

მადლობა იმ ორგანიზებისათვის რაც თქვენ ხვალინდელი ღონისძიებისათვის გასწიეთ, მადლობა ყველას ვინც მოხვალთ ღონისძიებაზე სადაც თანადგომის და უანგარო სიყვარულის დიდი მორევია. ხვალ მე ჩემი გულითადა გონებით თქვენთან ერთად ვიქნები. უბედნიერესი ხარ ადამიანი, როდესაც ასეთ დიდ სითბოს და სიყვარულს გრძნობ გარშემომყოფთა მხრიდან.

ჩვენ ერთად ვიქნებით ხვალ კუს ტბაზე."- წერს მაისაშვილი.



ხვალ მოღერლები და ცნობადი სახეები გია მაისაშვილის მხარდასაჭერად კუს ტბაზე საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner