logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ეტყობა, გრიგოლ ვაშაძემ ისევ აირჩია შეუერთდეს იმ უარგუმენტო და უნიჭო პოლიტიკურ აკაპელას სახელწოდებით - "გაყალბდა"
- +

30 აგვისტო. 2021. 02:16

 

 

„2 ოქტომბერს, ჭიჭე ვაშაძის პოლიტიკური აჯაფსანდალი "ტრაგედია აღმაშენებელი"(ხალხური) რომ ურეიტინგობის მორიგ რეკორდს მოხსნის, საყოველთაოდ მოსალოდნელია“, - წერს ანალტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

„2020 წლის 15 დეკემბერს, გრიგოლ ვაშაძემ ოფიციალურად დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" ნომინალური თავმჯდომარის პოსტი და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩენილი წარსულს ჩაბარებული ოდიოზური ფიგურები, რომლებთან ერთად ამომრჩევლის ნდობის მოპოვება შეუძლებელია.

როგორც ჩანს, ბატონმა გრიგოლმა ორპროცენტიან გიორგი (ჭიჭე) ვაშაძეში, უპრინციპობის ეტალონებში, ძმებ ბერძენიშვილებში და სხვა, ასევე "არაოდიოზურ", "ახალი ტიპის პოლიტიკოსებსა" და რეალობას აცდენილ, უგზო-უკვლოდ ქედმაღალი ახალგაზრდების მცირე ჯგუფში დაინახა ელექტორატის მეტი ხმების მიღების რეალური პერსპექტივა.

ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. 2 ოქტომბერს, ჭიჭე ვაშაძის პოლიტიკური აჯაფსანდალი "ტრაგედია აღმაშენებელი"(ხალხური) რომ ურეიტინგობის მორიგ რეკორდს მოხსნის, საყოველთაოდ მოსალოდნელია.

ეტყობა, გრიგოლ ვაშაძემ ისევ აირჩია შეუერთდეს იმ უარგუმენტო და უნიჭო პოლიტიკურ აკაპელას სახელწოდებით -  "გაყალბდა"“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner