ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი კალანდია ქართველ ოლიმპიელთა ფორმებს ასე ორიგინალურად ეხმიანება და მხატვარ ლადო გუდიაშვილის მიერ შექმნილ ესკიზებს აქვეყნებს, რომელიც მართლაც შთამბეჭდავია.
„თითქმის საუკუნის წინ ლადო გუდიაშვილის მიერ შექმნილი სპორტული ფორმები.
ტრადიციულიცაა, ნოვატორულიც, ლამაზიც და თანამედროვეც! ასეა გენიოსები არ კვდებიან!
წელს ლადო გუდიაშვილისთვის საიუბილეო წელია, სიმბოლურიც იქნებოდა ამ ფორმების გაცოცხლება. კოლექცია დაცულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში!"- წერს კალანდია და ფოტოებს აქვეყნებს.