logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ასეთ არაკაცობას თუ იკადრებდით, მართლა ვერ წარმოვიდგენდი!
- +

30 აგვისტო. 2021. 16:14

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში ზაზა სარალაძის სტატუსს ეხმაურება, რომელმაც ფესიბუკ პოსტში, ირაკლი ღარიბაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„ამ კაცს ახლა, ღარიბაშვილის ოჯახის გინება, ეტყობა,  მისმა ნამდვილმა "სპონსორებმა",  გიორგი გახარიამ და ალეკო ხოჯევანიშვილმა დაავალეს... საწყალი...

 

საოცარია, ასე ბოლომდე, როგორ უნდა გამოაყენებინო და ათრევინო თავი, ამ შვილმკვდარმა მამამ, გარეწარ გახარიას და მასზე კიდევ უფრო გარეწარ, სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე - ალეკო ხოჯევანიშვილს??!

 

მაგარი სირცხვილია, ოჯახის კაცი, პრემიერის ოჯახს, საჯაროდ იმიტომ აგინებს, რომ ეს გაიძვერას, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას სურს. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ეგ ნაძირალა ადამიანი გახარია, საჯაროდ ამხილა და ფარდა ახადა, რომ ის,  მიშა სააკაშვილის, ჩვეულებრივი გაგრძელებაა და ქვეყნის მოღალატე, "მაზაკვალი" გახლავთ...

 

ხოდა, ახლა ცხადია რომ, გახარია თავის დასპონსორებულ-დაფინანსებულ ადამიანებს, ღარიბაშვილის ოჯახის გინებას ავალებს...  ამ ზაზა სარალიძეს, არასოდეს ასე საჯაროდ გახარიასთვის, ოჯახი არ შეუგინებია და ამას აქვს ეტყობა თავისი სერიოზული მიზეზები... უფრო კონკრეტულად კი, როგორც ცნობილია ბუნებაში არაფერი იმალება და მითუმეტეს ამ პატარა ქალაქში, ყველამ, ყველაფერი იცის... ხოდა, როცა არსებობს ფაქტები და მთელი ქალაქი, სწორედ იმაზე რომ ლაპარაკობდა და სვამდა  სამართლიან შეკითხვას - სად გაქრა ზაზა სარალიძეო, როცა ერთ მშვენიერ დღეს, საპროტესტო აქციებიდან, ზაზა სარალიძე მართლაც, უცებ გაქრა და ლამის შეუმჩნევლად, გაიპარა მაშინ, მას ლანძღავდნენ დაუზოგავად და მე მას, ყველა  აგრესიული ადამიანისგან ვიცავდი და ვამბობდი საჯაროდ, საწყალ კაცს, რატომ აბრალებთ ტყუილებსთქო, მაგრამ თურმე, ის სამწუხაროდ, მართლა უზნეო და ყველაფრის მკადრებელი ადამიანი გამოდგა... არ გამოდგა ის ადამიანი, რომელიც შვილის მკვლელობის გამოძიებას, ბოლომდე კბილებით დაიცავდა, არადა, მე პირადად, მართლა ასე მეგონა... სამართლიანობა მოითხოვს, გავიხსენო ფაქტები იმის შესახებ, რომ სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს მოხდა, საცოდავი მისი შვილის მკვლელობა... ასევე, გახარიას შს მინისტრობის დროს მოხდა, მკვლელობის გამოძიება, რომელიც ძალიან გაჭიანურდა, ამის გამო გენპროკურორი - შოთაძეც რომ გადადგა და მთელი ერი, ამ კაცის, ზაზა სარალიძის  უცოდველ ბიჭს რომ დავსტიროდით, ესეც ყველას გვახსოვს...

 

ნამდვილად უნამუსობაა, ვის ოჯახს აგინებს, ეს ამხელა განაჭირვები კაცი, შვილმკვდარი ადამიანი, რომელიც ეპიდვითარების გამწვავების თემა, ღარიბაშვილს სურს აჰკიდოს, თავის მოკლე ჭკუით,  გახარიას და ხოჯევანიშვილის დავალებით??...ეტყობა, ფულს სუნი, მართლა არა აქვს და დღესაც გრძელდება გახარიას მოსყიდულ პირთა მიერ, სიბინძურეების გავრცელება. გახარია, მიშას ანდერძს იცავს ეტყობა... გაიძვერა!....

 

არადა, საპროტესტო აქციიდან, ზაზა სარალიძის გაქრობის მთავარ მიზეზი ღიად და საჯაროდ, ისევ იმ ოპოზიციისგან სახელდებოდა, ვისაც ზაზა სარალიძე თავის დროზე გვერდით ედგა.

 

ნაცებისგან გავრცელდა პირველად, სუსის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ ალეკო ხოჯევანიშვილმა, გიორგი გახარიას დავალებით, ზაზა სარალიძეს ფული, საპროტესტო მუხტის დაგდებაში და აქციებიდან გაქრობაში გადაუხადაო... აი, ამას ამბობდნენ ნაცები თქვენს შესახებ, მაშინ ბატონო ზაზა და თუ მაგარი ხართ, (კი ვხედავთ როგორი მაგარიც ხართ, სხვისი ოჯახის გინებაში.დ.ლ) ბარემ გახარიას და ხოჯევანიშვილსაც შეაგინეთ ოჯახი, თქვენ სხვა მეტი, მაინც ხომ არაფერი შეგიძლიათ?!... ოჯახების შეგინება, რაც მაგარი უნამუსობა და არაკაცობაა, არავისგან არაა გამართლებული.... ასევე საინტერესოა, მუდამ, რატომ უნდა გამოგიყენონ, ამ გათახსირებულმა პოლიტიკოსებმა, ჯერ ნაცებმა, მერე გახარია-ხოჯევანიშვილმა და ახლაც მათ ემსახურებით და რის ფასად? ეგ ალბათ, თქვენ, გიორგი გახარიამ და ალეკო ხოჯევანიშვილმა, იცით ყველაზე კარგად!... სირცხვილი თქვენ, ასეთ არაკაცობას თუ იკადრებდით, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, საწყენია...“ - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner