logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: „ენმ“-ის წარმომადგენელმა დაწერა, რომ ჩემი პოსტები აუცილებლად დაიბლოკებოდა, ჰოდა საოცრებავ, დაიბლოკა მართლაც ჩემი პოსტი
- +

30 აგვისტო. 2021. 18:28

 

 

ექსპერტმა ირაკლი ლატარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ხატია დეკანოიძის შვილმა, რომელიც წარსულში ნარკოტიკების საქმეზე ნასამართლებია, „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტიდან დიდძალი თანხა მიითვისა და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას დაფინანსება შეუწყვიტა, ნიკარონ მელია ამ ფაქტს ასე არ დატოვებდა.

 

ლატარიას მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კომენტარებში გამოეხმაურნენ და უთხრეს, რომ მისი პოსტი დაიბლოკებოდა, რის შემდეგაც პოსტი facebook-ზე დაიბლოკა.

 

ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეთო ბუზიაშვილი და facebook-ის საქართველოს წარმომადგენლები არიან ენმ-ის წევრები, რომლებიც მათთვის არასასურველ პოსტებს ერთ წუთში აქრობენ.

 

„ეს უკვე მეტისმეტია!!! „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ჩემი სიმართლის გამო, facebook-ზე მომნიშნა და მომაყენა შეურაცხყოფა!!! მე, მას ვუპასუხე ფეისბუკშივე ზუსტად იმ სიტყვებით, რაც მას ჰქონდა მოხსენიებული. რამდენიმე წუთში, ჩემთან, ენმ-ის წარმომადგენელმა დაწერა, რომ ჩემი პოსტები აუცილებლად დაიბლოკებოდა. ჰოდა საოცრებავ, დაიბლოკა მართლაც ჩემი პოსტი მაშინ, როდესაც პოსტის დაწერის მიზანი იყო პასუხი იმ ადამიანზე, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო, მაგრამ მისი პოსტი კვლავ არის ადგილზე ეთო ბუზიაშვილი და facebook-ის საქართველოს წარმომადგენლები არიან ენმ-ის წევრები, რომლებიც მათთვის არასასურველ პოსტებს აქრობენ ერთ წუთში, არადა ნებისმიერი თემის - პოსტის შესწავლას მინიმუმ ერთი კვირა მაინც სჭირდება. აუცილებლად მივმართავ facebook-ის ადმინისტრაციას და მოვთხოვ, მათი წარმომადგენლობის საქმიანობას გადახედონ და მოვითხოვ ობიექტურობის მკაცრად დაცვას!“ - წერს facebook-ზე ირაკლი ლატარია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner