logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: შვილმკვდარი მამის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა
- +

30 აგვისტო. 2021. 18:31

 

 

„მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა“, - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ჩანს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ალეკო ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს კონვერტს გადასცემს.

 

ბოჟაძის თქმით, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს - რა იდო კონვერტში, არის თუ არა ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრის ოჯახს.

 

„მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა. იქნებ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს: რა იდო კონვერტში, არის თუ ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრის ოჯახს, ოჯახს რომელსაც მტერიც კი არ ეხება! ძალიან სამწუხაროა პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით მოქმედება, ძალიან სამწუხარო. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თორემ არჩევნების შედეგები უკვე ადვილი გამოსაცნობია“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის გვერდზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner