აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსთან ბრძოლის საოპერაციო შტაბის ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დროიდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 421 103 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 362 898 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 592 კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ორივე დოზით ვაქცინირებულია 2.6 მილიონზე მეტი მოქალაქე