logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: საფრანგეთში ეკლესიის გადაღებისთვის ოფიციალური წერილი უნდა დავწეროთ "დიოსეზში" არქიეპისკოპოსის სახელზე - სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი ჟურნალისტი გამოპანღურებული იქნება ეკლესიიდან
- +

30 აგვისტო. 2021. 22:30

 

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

 

„ანუ რელიგიის ექსპერტები გვყავს დღეს ფეისბუკში ვედრო ორშაურად ხოო?

მე ერთი რამ ვიცი, როცა საფრანგეთში ეკლესიის გადაღება მინდა, ოფიციალური წერილი უნდა დავწერო "დიოსეზში" არქიეპისკოპოსის სახელზე, მივუთითო რამდენი ხანი ვიქნები კამერით ეკლესიაში, ვის გადავიღებ, რას გადავიღებ და აუცილებლად უნდა ვთხოვო რომ, ეკლესიის მღვდელმა გამომიყოს მის მიერ შერჩეული  ადგილი სადაც არ შევაწუხებ ეკლესიაში მოსულ მრევლს... დიოსეზიდან მოსული დადებითი პასუხის შემდეგ მივდივარ მამაოსთან რომელთანაც ერთი დღით ადრე ვათანხმებ სად შემიძლია დავაყენო კამერა და ასე შემდეგ...

სხვა შემთხვევაში მეც და ნებისმიერი სხვა ფრანგი ჟურნალისტიც გამოპანღურებული იქნება ეკლესიიდან თან ძალიან მწარედ, პოლიციის თანხლებით და ჯარიმა ყველაზე ცოტა 500 ევრო...

სხვათაშორის სექტემბერში გავაკეთებ ამაზე ბლოგს, როგორ ვმუშაობთ საფრანგეთში ტელევიზიები რისი გადაღების უფლება გვაქვს და რისი არა, კერძო საკუთრებაში რატომ ვერ ვყოფთ ცხვირს და რატომ ვერ დაუკაკუნებ საფრანგეთში ვერავის კარზე, კომენტარის ჩასაწერად?... ისე რომ იცოდეთ, კერძო საკუთრებაში საფრანგეთში პოლიციაც ვერ შედის ღამის 11 საათის შემდეგ. თუ  პროკურორმა და სასამართლომ არ გამოიტანა სპეციალური გადაწყვეტილება სპეც. ოპერაციის ჩატარებაზე...

P.S ვისაც არ სჯერა რაც დავწერე, ჩამობრძანდით, თავად ცადეთ და რა "ჩიტსაც დაიჭერთ" ისიც ვნახოთ“, - წერს ფოფხაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner