logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა გეგა შენგელიას: გასაკვირს ვარ პირდაპირ, თქვენ, თურმე, ლაპარაკიც გცოდნიათ
- +

30 აგვისტო. 2021. 22:47

 

 

„ისინი არიან ზურგასაჭრელებელი აჩიგვარას მათრახით, ვინც თქვენ პოლიტიკოსად გამოგიყვანათ და ,,ქართული ოცნების" მთელი აქტივი ოფლში გახვითქა, რომ როგორმე ზუგდიდის მერი გამხდარიყავით“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ზუგდიდის ყოფილი მერის, გეგა შენგელიას მისამართით სოციალურ ქსელში წერს.

 

„პატივცემულო ბატონო გეგა შენგელია!

გასაკვირს ვარ პირდაპირ, თქვენ, თურმე, ლაპარაკიც გცოდნიათ და ჭიე-ჭიე წერაც შეგძლებიათ.

ის კი არა, იმის ძალგულოვნებაც გქონიათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბორო, ჭორიკანა და ენაგადმოგდებული დაუძახოთ.

კი მაგრამ, ამდენს ხანს სად იყავით და სო ტყობუდი, სი ბედმეჩამილი?

ერთი ეგ ლაქარდიანი ენა მაშინაც ამოგედგათ, სააკაშვილის რეჟიმი ქვეყანას ცხრაპირ ტყავს რომ აძრობდა და ახალაია-ქარდავა-კოდუების ბანდა სამეგრელოს სულში აფურთხებდა, მეგრელის კაცის ღირსებას კი ისე თელავდა, როგორც რომ დიდოელი - ნაბადს!

სად იყავით თქვენ მაშინ, პატივცემულო გეგა?

სულ შემთხვევით ხაზარაძის ბანკში ხომ არ მუშაკობდით და იმის შუშებიან ოფისს მიმდგარი ჩხანა ხომ არ გიჭუტავდათ თვალებს და გიფარავდათ ქვეყნის უბედურებას?

მაგრამ თქვენთან რა მინდა!

ისინი არიან ზურგასაჭრელებელი აჩიგვარას მათრახით, ვინც თქვენ პოლიტიკოსად გამოგიყვანათ და ,,ქართული ოცნების" მთელი აქტივი ოფლში გახვითქა, რომ როგორმე ზუგდიდის მერი გამხდარიყავით.

ცოდა მონკა რე, თქვენს მაშინდელ გამარჯვებაში პატარა წვლილი მეც მაქვს შეტანილი, რასაც, რა თქმა უნდა, არ ვნანობ, რადგან ზუგდიდსა და სამეგრელოს უდიდესი სირცხვილი ავარიდეთ და სააკაშვილის ცოლის კურთის თავზე დაფარებისგან გადავარჩინეთ.

როგორც მოყვასი მოყვასს, თეში ელაიჩანქ: თავზე მაღლა ახტომას ნუ მოინდომებთ და დასურო მაზაკვალეფქი ვაიფაფუანი!

მარაშნა მომილოცავს!

ღმერთმა დიდი დღე მოგცეთ და კეთილად გამსახუროთ ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და საკუთარი სულისთვისაც!“, - წერს ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner