logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი ზაზა სარალიძეზე: კაცი ამას რომ დაწერ, წასულია შენი საქმე...
- +

30 აგვისტო. 2021. 23:57

 

 

„არ შეიძლება, შვილმკვდარმა მამამ ასეთი რამე იკადრო... არ შეიძლება, სხვისი შვილები და ოჯახი აუგად მოიხსენიო...“, - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ზაზა სარალიძის მისამართით სოციალურ ქსელში.

 

„რაღაცა დავწერე, წავშალე, დავწერე, წავშალე... ერთ ხანობას ეს დამპალი  შემეცოდა - გამოიყენეს, აიძულეს, ფული მისცეს, ირაკლი ღარიბაშვილი აგინებინეს-მეთქი.

ჰმ... გამოიყენეს-მეთქი!

გამოიყენეს არა, ჩემი ფეხები, ეგეთია... კაცი ამას რომ დაწერ, წასულია შენი საქმე, წერტილი გაქვს დასმული სულიერად, დამთავრებული ხარ!

გინებაც არის და გინებაც, შეიძლება ადამიანი გააკრიტიკო, ათასნაირი პრეტენზია წამოუყენო, მაგრამ ოჯახს შეეხო? მეუღლეს? შვილებს? ახლობლებს?

მერე... როგორ ოჯახს?

თან დაუმსახურებლად!!!

შე უბედურო, შენ ოჯახს ვერ მიხედო, საკუთარ ნაშიერს ვერ მოუარო, შენ თვითონ ნაძირალა იყო, სიკვდილით ვაჭრობდე, ირაკლი ღარიბაშვილი რა შუაშია?!

არ შეიძლება, შვილმკვდარმა მამამ ასეთი რამე იკადრო... არ შეიძლება, სხვისი შვილები და ოჯახი აუგად მოიხსენიო... კიდევ ბევრის თქმას ვაპირებდი... ვერ ვამბობ - არ მინდა, უფლის საწყენი რამე წამომცდეს... ეს ტიპი არ ყოფილა ჯანსაღი სულის პატრონი!

რისთვის ღმუოდა პროკურატურასთან, ამისთვის?!

ფუჰ, შენი!!!“, - წერს ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner