logo_geo
eng_logo
აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისია ოფიციალურად დაასრულა
- +

31 აგვისტო. 2021. 01:49

 

 

ბოლო ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული დატოვა. ამგვარად, აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისია ოფიციალურად დაასრულა.

 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ ავღანეთიდან აშშ -ის ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.

 

„ავღანეთიდან ჩვენი ჯარების გაყვანის დასრულებასა და ამერიკის მოქალაქეების, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დაუცველი ავღანელების ევაკუაციის მისიის დასრულებას ვაცხადებ“, - განაცხადა გენერალმა ფრენკ მაკენზიმ.

 

ფრენკ მაკენზიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ევაკუაცია დასრულდა, დიპლომატიური მისია აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელების გაყვანის უზრუნველსაყოფად გრძელდება.

 

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner