logo_geo
eng_logo
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ანტიქრისტეს გამოჩენა იმდენად ხმაურიანი იქნება, იმდენად ზარ-ზეიმით მოვა, რომ მას რაღაც ნიშნები არ სჭირდება
- +

31 აგვისტო. 2021. 02:22

 

 

„რაც შეეხება რელიგიურ მოტივს იმისას, რომ ვაქცინაში ხედავენ ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს, ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად სინოდმა ამ მხრივ მიიღო რა გადაწყვეტილება და აღნიშნა თავის კრების ოქმში, რომ ეს ვაქცინა არ არის რელიგიური თემა, დასვა წერტილი და ამაზე სპეკულირება მომავალში არ შეიძლება“, - განაცხადა განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

„რაც შეეხება ზოგადად მეორედ მოსვლის თემას, რასაკვირველია, მეორედ მოსვლა აუცილებლად იქნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მეორედ მოსვლა იქნება არა ანტიქრისტესი, არამედ ქრისტესი. ქრისტიანებს გვევალება, მაცხოვარს დაველოდოთ და არა ანტიქრისტეს. ჩვენ გვინდა შეხვედრა მაცხოვართან და არა ანტიქრისტესთან. ასე რომ, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის ქრისტესთან შეხვედრის საშუალება კიდევ ერთხელ მოცემული ღვთისაგან. ამიტომ მე ველი მაცხოვარს. ანტიქრისტეს გამოჩენა იმდენად ხმაურიანი იქნება, იმდენად ტვინის წამღები იქნება, იმდენად ზარ-ზეიმით მოვა, რომ მას რაღაც ნიშნები არ სჭირდება. ეს აღწერილია წმინდა წერილში“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner