logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ქართულ ოპოზიციურ სპექტრს სააკაშვილის პოლიტიკური გრავიტაციის ველიდან გამოსვლა სჭირდება
- +

31 აგვისტო. 2021. 03:00

 

 

„რა აუცილებლობა აქვს გრიგოლ ვაშაძეს, რომ გიორგი ვაშაძის პოლიტიკური თვალთმაქცობის ჯამბაზურ პოლიტიკურ თამაშში ჩაერთოს? საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლებია, გიორგი ვაშაძის მრავალდასახელებიანი პარტია თუ ძალა 2%-ის იქით ვერანაირ რეიტინგს ვერ იღებს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან“.

 

„გრიგოლ ვაშაძეს კი, რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობიდან" საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და მას მხარს ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერდა, რაში სჭირდება ამ პოლიტიკურ ურეიტინგო 'აჯაფსანდალში' მონაწილეობის მიღება? თუ მას უნდა, რომ იმ უნიჭო და უსაფუძვლო ბრალდებათა „კონცერტში" ჩაერთოს, რასაც ჰქვია „არჩევნები გაყალბდა", „არჩევნები გაყალბდება", ეს მისი ნებაა.

მაგრამ ფაქტია, რომ ვაშაძე-უმცროსი ქართულ პოლიტიკაში შალვა ნათელაშვილზე არანაკლები პოლიტიკური კლოუნია თუ არა - მეტი, ამიტომ ეს გრიგოლ ვაშაძის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა და უკვე იღებს კიდეც მონაწილეობას იმ პოლიტიკურ კლოუნადაში, რასაც ე.წ. მესამე ძალა ჰქვია.

სასაცილოა, როცა გიორგი ვაშაძის დაკრულზე, რომელიც ვითომ ხან პრემიერ-მინისტრი იყო, ხან ნატო-ს თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამიტებში უნდა მიეღო მონაწილეობა, გამოცდილი დიპლომატი იღებს მონაწილეობას. თუმცა, არჩევანის თავისუფლება ყველას აქვს და ეს მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა მან.

 

კითხვაზე, რეალურად ვის აქვს ქართულ პოლიტიკურ ველზე „მესამე ძალად" ყოფნის შანსი, აბაშიძემ უპასუხა:

 

„რეალურად, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს სააკაშვილის პოლიტიკური გრავიტაციის ველიდან გამოსვლა სჭირდება. როცა ცაკლეული პარტიები ამ მოჯადოებული წრიდან გამოვლენ, ალიანსებს, კოალიციებსა და თანამშრომლობის სხვადასხვა პლატფორმას შექმნიან, მათ ნამდვილად აქვთ რეალური შანსები, მმართველ გუნდს კონსტრუქციული და ძლიერი ოპონირება გაუწიონ.

სხვაგვარად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის სააკაშვილის ფრონტზე ყოფნა დამღუპველი და ფიასკოს მომტანია", - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner