logo_geo
eng_logo
„თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გასვლა სროლით აღნიშნეს
- +

31 აგვისტო. 2021. 10:15

 

 

 

ქაბულში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ამერიკელი სამხედროების გასვლა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით აღნიშნეს.

 

მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შედიან თალიბი მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული დატოვა, რითაც ქვეყანაში 20-წლიანი სამხედრო მისია დასრულდა.

 

„უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედრომ დატოვა ქაბულის აეროპორტი და ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა ქარი იუსუფმა, რომლის ციტატასაც „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

 

ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომის შედეგად ავღანეთში გარდაიცვალა 2 500-მდე ამერიკელი სამხედრო და დაახლოებით 240 ათასი ავღანელი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner