logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: ბათირაშვილის სიკვდილი ISIS-ისთვის უდიდესი დანაკარგია
- +

24 ივლისი. 2016. 23:52


 

ომარ ალ-შიშანი ამერიკის მთავრობამ გლობალურ ტერორისტთა ათეულში 2014 წელს შეიყვანა. მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ჯილდო 5 მილიონი დოლარი გამოიყო.


ომარ ალ-შიშანის გარდაცვალების ფაქტი პენტაგონმა გასულ კვირას ოფიციალურად დაადასტურა. რა რყევებს გამოიწვევს  ბათირაშვილის გარდაცვალება ISIS-ის რიგებში, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია.


სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ნიცაში მომხდარი საზარელი ტერაქტით „ისლამურმა სახელმწიფომ" ბათირაშვილის სიკვდილის გამო უკვე იძია შური. ამ ვერსიას ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელაშვილი არ იზიარებს.


„ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მარტში გავრცელდა და მაშინაც დაადასტურა პენტაგონმა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ სულ სხვა პიროვნება იყო ლიკვიდირებული. ახლა ისევ მაგას ამბობენ და რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, არ ვიცი.

 

რაც შეეხება ნიცაში ტერაქტთან კავშირს, გამორიცხულია. ეთნიკური კავკასიელები, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, თუნდაც რადიკალური ისლამის მიმდევრები, ევროპის მიმართ აგრესიულად განწყობილი არ არიან.

 

ისინი იქ რეალურად რუსეთის აგრესიას გაერიდნენ. მეტიც, ლტოლვილთა ბანაკებში ე.წ. მაყურებლად ეთნიკური კავკასიელები დანიშნეს, რადგან მათ შეძლეს არაბული და თურქული აგრესიის დაბალანსება.

 

ზოგადად, ბათირაშვილის სიკვდილი ISIS-ისთვის უდიდესი დანაკარგია, რადგან ის იყო ნომერ პირველი სარდალი",  - ამბობს ზაალ კასრელიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner