logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა უამრავი უსამართლობა, რომელსაც ნაციონალები აუცილებლად ჩაიდენდნენ
- +

25 ივლისი. 2016. 00:13



პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმი უსისხლოდ შეცვალა და შეაჩერა მრავალი უსამართლობა, რომელსაც ნაციონალები ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში აუცილებლად ჩაიდენდნენ.

 

„ყოველთვის მქონდა იმის პრივილეგია და შესაძლებლობა, რომ ბიძინა ივანიშვილთან გულახდილად მესაუბრა და არაერთხელ პირში მაქვს ნათქვამი, მის ნაკლოვანებებზე რასაც ვფიქრობდი.

 

დღეს ვიღაც მაგარი ბიჭები იძახიან, სუსტი მთავრობა გვყავს, რომელმაც სამართლიანობა ვერ აღადგინაო. ვეკითხები ამ მაგარ ბიჭებს: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, რას შვრებოდით?! სამართლიანობის აღდგენის საქმე ბოლომდე გყავდათ მიყვანილი და ბიძინამ შეგიშალათ ხელი?!

 

არ დაგავიწყდეთ, რომ ოპოზიცია დაშლილი და განადგურებული იყო, ივანიშვილმა კი იმდენი მოახერხა, რომ სააკაშვილის რეჟიმი უსისხლოდ შეცვალა და ამით შეაჩერა კიდევ უამრავი უსამართლობა, რომელსაც ნაციონალები აუცილებლად ჩაიდენდნენ, ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყვნენ!" - ამბობს კობა დავითაშვილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner