logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: საოცარია, რომ ქართულმა ოპოზიციამ დაიკავა კოვიდის მხარე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ტრაგედია გამოიყენოს არეულობისთვის
- +

31 აგვისტო. 2021. 18:19

 

 

„არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ნამდვილად შევძლებთ“, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამისთვის მუშაობს ხელისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისია. მან ანტივაქსერული მოძრაობა დაგმო და აღნიშნა, რომ ქართული ოპოზიცია კორონავირუსს საკუთარ ინტერესებში იყენებს.

 

„თუმცა, ზოგადად ძალიან შეწუხებული ვარ, როცა ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ კატეგორიულ უარს ვაქცინაზე და ვერ აცნობიერებენ, რომ ამით არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს, არამედ სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს. ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა არა მხოლოდ არიან ასეთი ადამიანები, არამედ არიან აქტიური მქადაგებლები ვაქცინაციის წინააღმდეგ, როცა არა მხოლოდ ჩვენი, მთელი მსოფლიოს ხსნა არის სწორედ ვაქცინაცია ამ უხილავი მტრისგან, რომელთანაც ბრძოლაში წესით ერთიანები უნდა ვყოფილიყავით. საოცარია, რომ ქართულმა ოპოზიციამ დაიკავა კოვიდის მხარე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ტრაგედია გამოიყენოს არეულობისთვის“, - განაცხადა სუბარმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner