„ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით იუსტიციის სახლებში ჩვენ უკვე დავიწყეთ კოვიდბარათების გაცემა. ორშაბათიდან, უკვე სრულიად ახალი დიზაინის კოვიდბარათებს გავცემთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი აბსოლუტურად შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ეს მომხმარებლისთვის სრულიად უფასო სერვისია და მოვუწოდებ მომხმარებლებს, რომ ისარგებლონ აღნიშნული მომსახურებით და აიღონ კოვიდბარათი, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლებათ დადასტურება, რომ აცრილები არიან და ასევე ყოველთვის განახლებული იქნება PCR ტესტის შედეგი. ბუნებრივია ეს დაეხმარება მათ იმ შეღავათების მიღებაში, რომელსაც როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი ორჯერ აცრილ პირებს შესთავაზებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.