„როცა სააკაშვილმა ნახა, რომ აღარც უკრაინაში აქვს პოლიტიკური მომავალი, დაიწყო მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. შეგნებულად არ ვამბობ სამშობლოს, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც სამშობლო უბრალოდ არ აქვს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ძირითადი მიზანი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა.
„მიხეილ სააკაშვილისა და ზოგადად ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიცია არის, რომ როგორმე ავნონ ქვეყანას ისე, რომ თვითონ ამ მავნებლობების ხარჯზე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თუმცა, ვერ შეეჩვივნენ და გაითვალისწინეს ის, რომ ქართველმა ამომრჩეველმა საბოლოოდ უარი უთხრა ამ მავნებელ ძალას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. მავნებელი, რომელმაც გაყიდა საქართველო, დაკარგა ქვეყნის 22%, შემდეგ გამოვიდა და გამოაცხადა, რომ არაფერი საქართველოს არ დაუკარგავს და ეს იყო რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილი, რომელსაც ფასიც კი არ ჰქონდა. შემდეგ წლების განმავლობაში ის აცხადებდა, რომ იყო უკრაინის მოქალაქე. მას საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება საქართველოში. ახლა კი, როცა მან ნახა, რომ აღარც უკრაინაში აქვს პოლიტიკური მომავალი, დაიწყო მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. შეგნებულად არ ვამბობ სამშობლოს, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც სამშობლო უბრალოდ არ აქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.