logo_geo
eng_logo
გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია
- +

6 მარტი. 2016. 11:13



მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოხსნილია ზვავსაშიშროების რეჟიმიც.


გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.


მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.


ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner