logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ოლიმპიურ „სამოსზე“ ბევრის თქმას არ ვაპირებ...
- +

25 ივლისი. 2016. 00:14


 

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭის, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ოლიმპიურ „სამოსზე" ბევრის თქმას არ ვაპირებ, რამეთუ მის მიმართ "ერთსულოვნება" გამოიკვეთა...

 

ერთი მაინც უნდა აღვნიშნო სინანულით, რომ ასეთი საქმე, რომელიც ეხება მთლიანად სახელმწიფოს, მის წარმოდგენას საზღვარგარეთ და მის ხასიათის წარდგენას, პირდაპირ დაკვეთით არ წყდება... როგორც წესი, სხვა ქვეყნებში ცხადდება კონკურსი და გამარჯვებულს ეძლევა შანსი თავისი პროექტი განახორციელოს და მსოფლიოს თავისი ნიჭი გააცნოს...

 

ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და უკვე წარმატებული დიზაინერი გვყავს და მათი შეჯიბრი იქნებოდა საინტერესო, მათთვის მიმზიდველი და შედეგი -დარწმუნებული ვარ - ხარისხიანი!"- წერს ზურაბიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner