logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მოსახლეობას ჰკითხეთ, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება უფრო მოეწონათ თუ თქვენი მავნებლობის კიდევ ერთი შემთხვევა
- +

31 აგვისტო. 2021. 19:04

 

„ყაჩაღმა და გაქცეულმა სააკაშვილმა გასცა ბრძანება და იცით რა ამბავი ატეხა ოპოზიციამ და მათმა პარტტელევიზიებმა? რას ჰქვია, ვალს არ ვიღებთ, რას ჰქვია, ჩვენით გვინდა ვმართოთ ეკონომიკა, რას ჰქვია, შვილებს და შვილიშვილებს ვალს არ ვუტოვებთ, მაშ ჩვენ ქვეყანა ვართო“, -  ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მავნებლობის თუ გადებილების კიდევ ერთი შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში - დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან - მთავარი მოტივი არის ის, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება“. ყაჩაღმა და გაქცეულმა სააკაშვილმა გასცა ბრძანება და იცით რა ამბავი ატეხა ოპოზიციამ და მათმა პარტტელევიზიებმა? რას ჰქვია, ვალს არ ვიღებთ, რას ჰქვია, ჩვენით გვინდა ვმართოთ ეკონომიკა, რას ჰქვია, შვილებს და შვილიშვილებს ვალს არ ვუტოვებთ, მაშ ჩვენ ქვეყანა ვართო...

 

დაწყნარდით, ბატონებო და ქალბატონებო, ჯერ ერთი, ეს თანხა არ მოდიოდა თქვენი მართული არასამთავროებისა და სხვა მავნებლობების დასაფინანსებლად, და მეორეც - თქვენთვის კი არის ტრაგედია, რომ ქვეყნის ეკონომიკას დამოუკიდებლად განვითარების საშუალება უჩნდება, მაგრამ აბა, მოსახლეობას ჰკითხეთ, ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი და გადაწყვეტილება უფრო მოეწონათ თუ თქვენი მავნებლობის თუ გადებილების კიდევ ერთი შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში. თუმცა, კითხვა რად გინდათ, პირდაპირი პასუხები გექნებათ - 2 ოქტომბერს!

 

P.S. სკოლაში კარგად ვსწავლობდიო და პატარა ლექსსაც ვერ იმახსოვრებს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner