„გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
„ამ დღეს, როდესაც ავღანეთი ახალ ფაზაში შედის, შეშფოთება მინდა გამოვთქვა ქვეყანაში ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის გამო. 18 მილიონ ავღანელს დახმარება სჭირდება. ჰუმანიტარული კატასტროფა ახლოვდება“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.