logo_geo
eng_logo
მედია: „თალიბანი“ ავღანეთში ირანის მმართველობის მსგავსი ისლამური რესპუბლიკის შექმნას გეგმავს
- +

1 სექტემბერი. 2021. 00:59

 

 

 

„თალიბანი“ ავღანეთში ირანის მმართველობის მსგავს ისლამურ რესპუბლიკას შექმნის. აღნიშნულის შესახებ ინდური ტელეკომპანია News18 საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

 

არსებული ინფორმაციით, როგორც ირანში, სახელმწიფოს მეთაური, აგრეთვე პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების უმაღლესი წარმომადგენელი უზენაესი სულიერი ლიდერი იქნება.

 

როგორც ცნობილია, უზენაესი ლიდერი ძირითადად ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაარიდან იმუშავებს და წყაროთა მიხედვით, ამ როლს დიდი ალბათობით „თალიბანის“ ამჟამინდელი ლიდერი ჰაიბათულა ახუნდზადა შეასრულებს. იგი იქნება აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ლიდერი, რომელშიც 11-დან 72-მდე წევრი იქნება.

 

News18 აღნიშნავს, რომ ახუნდზადა საჯაროდ არ გამოჩნდება.

 

არსებული ცნობებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, რომელიც შესაძლოა, გახდეს ახუნდზადას ერთ-ერთი მოადგილე მულა აბდულ ღანი ბარადარი. ამჟამად იგი „თალიბანის“ პოლიტიკურ ფრთას ხელმძღვანელობს.

 

ზემოხსენებული პოსტზე კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატი შესაძლოა „თალიბანის“ პირველი ლიდერის მულა ომარის შვილი მულა იაკუბი იყოს, რომელიც ამჟამად ორგანიზაციის „იდეოლოგიურ და რელიგიურ საკითხებს“ ხელმძღვანელობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner