logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ვინც ორი ღერი ინგლისური იცით დაგუგლეთ...
- +

1 სექტემბერი. 2021. 01:17

 

 

„მათთვის, ვინც მკერდში მჯიღს ირტყამს და სახეს იხოკავს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების თემაზე და ათასგვარ ინტეპრეტაციას აძლევს სიმართლის გარდა.

დახმარების, უფრო სწორად სესხის გაცემის დოკუმენტი 2020 წლის 22 სექტემბერს არის ხელმოწერილი, ანუ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„შესაბამისად ის არ და ვერ იქნება მიბმული "მიშელის დოკუმენტის" პირობების შესრულებასთან, თუ მერე ევროპელებმა მიაბეს, ეს უკვე აღარ ვიცი.

ასე რომ, ვინც ორი ღერი ინგლისური იცით დაგუგლეთ, და ვინც არა, აგერ გეხმარებით რომ მოგაძებნინოთ“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner