logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ავღანელი ხალხის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
- +

1 სექტემბერი. 2021. 01:37

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე მეტასტაზირებულია, თუმცა აშშ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ავღანეთში სახმელეთო ომის გაგრძელების გარეშე გააგრძელებს.

 

„ამ ომის დასრულების დრო იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის მხარდაჭერას დიპლომატიითა და ჩართულობით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

 

ჯო ბაიდენის თქმით, ის უარს ამბობს ომის გაგრძელებაზე, რომელიც ამერიკელი ხალხის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებოდა.

 

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.

 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ განაცხადა, რომ ავღანეთში ჯერ კიდევ არიან ამერიკელები, რომელთა გამოყვანას აშშ ცდილობს.

 

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ბეჯითად იმუშავებს იმისთვის, რომ დარჩენილი ამერიკელი მოქალაქეები გამოვიყვანოთ. იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ჩარჩნენ, რამდენიმე ასეულია. მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხალხის გამოყვანას“, - აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner