საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობს. ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს საქართველოს ეკონომიკასა ბიუჯეტს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
„მანიპულაციებში არაერთხელ შემჩნეული რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ეს ყველაფერი დაუკავშიროს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა.
ის, რომ მთავრობა უარს ამბობს დამატებითი სესხის მიღებაზე, ეს კარგია. პირველ რიგში ეკონომიკისთვის, რადგან ზედმეტ ტვირთს თავიდან ავირიდებთ. სრულიად ალოგიკურია იმის თქმა, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციის გზას გადაუხვია.
როდესაც საქართველოს ბიუჯეტს აქვს შვება, რომ დამატებითი 75 მილიონის ოდენობის სესხი არ აიღოს, ამის დაკავშირება ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებასთან არის სრული სიცრუე.
ეს არის ბლეფი, რომელსაც კვლავ ატირაჟირებს დესტრუქციული ოპოზიცია. იმის მტკიცება, რომ სადღაც გადავუხვიეთ და გარკვეული სანქციები გვემუქრება - ეს არის მორიგი ზღაპარი სააკაშვილის პოლიტიკური ფლანგიდან,"- ამბობს გია აბაშიძე.