logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ცალკეული ოპოზიციური პარტიები ინტენსიურად ცდილობენ მძიმე პანდემიური სიტუაცია პოლიტიკური ქულების ასაკრეფად გამოიყენონ
- +

1 სექტემბერი. 2021. 03:00

 

 

„აშკარად ჩანს, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები ინტენსიურად ცდილობენ მძიმე პანდემიური სიტუაცია პოლიტიკური ქულების ასაკრეფად გამოიყენონ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

 

„ეპიდემიოლოგიური ვითარება უკიდურესად არასახარბიელოა და ამაზე ეპიდ-სტატისტიკაც მეტყველებს, თუმცა ის ჯერ არ არის კატასტროფული. ასე რომ ყოფილიყო, ვფიქრობ ეპიდემიოლოგები ახალი და უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ მთავრობას.

 

რა თქმა უნდა, უკიდურესად არასახარბიელო ეპიდოლოგიური ვითარება ადამიანების განწყობაზე და ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. აშკარად ჩანს რომ კოვიდ-პანდემიური ვითარება გადაეჭდო პოლიტიკას და ამის გამოხატულება გახლდათ, თუნდაც არჩევნების გადადების ინიციატივა.

 

უკიდურესად არასახარბიელო ეპიდოლოგიური ვითარება ადამიანების განწყობაზე და ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს... ის ხელს უშლის სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას

 

ასევე აშკარად ჩანს, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები ინტენსიურად ცდილობენ მძიმე პანდემიური სიტუაცია პოლიტიკური ქულების ასაკრეფად გამოიყენონ. ამას გარდა, პანდემიური სიტუაცია ხელს უშლის სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner