logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: საქართველოს ბუნების გაჩანაგება- განადგურება ბენდუქიძის თაოსნობით დაიწყო!
- +

25 ივლისი. 2016. 00:38



ცოტნე გამსახურდია საქართველოს და თბილისის ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს და 2012 წლის 20 მარტს მიღებულ კანონს იხსენებს.


გამსახურდიას თქმით, საქართველოს მწვანე საფარს განადგურების საშიშროება ბენდუქიძის თაოსნობით დაიწყო...

 

 

„საქართველოს ბუნების გაჩანაგება, განადგურება ბენდუქიძის თაოსნობით დაიწყო. ბენდუქიძის წასვლის შემდეგ ეს კურსი ჩვეული ავტორიტარული მანერით გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმა და სამწუხაროდ, გადაიბარა ახალმა ხელისუფლებამ...

 

წაიკითხეთ, ვისაც არ გახსოვთ, ამ ცვლილებას ალბათ ანალოგი არ მოეძებნება თანამედროვე მსოფლიო საკანონმდებლო პრაქტიკაში და ის მხოლოდ კოლონიალური ეპოქის სამართალში უნდა ვეძებოთ!

 

2012 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონისაქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ". კანონი შესაძლებელს ხდის დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის უვადო შეთანხმების დადებას, რომელიც დაინტერესებულ პირს, სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ჩადენილი სამართალდაღვევებისთვის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. ამასთან, შეთანხმების ხელმომწერი დაინტერესებული პირი, თავისუფლდება ყოველგვარი ვალდებულებისგან, ჯარიმის ან/და ზიანის ანაზღაურებისგან, ასევე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. კანონი, აგრეთვე, კრძალავს დაინტერესებული პირის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოების მიერ შემოწმებას.

 

კანონი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, გარემოს დაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულ პრინციპებს და შეიცავს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით, კორუფციულ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკური ხასიათის რისკებს. ეს ყველაფერი პრინციპულად შეუთავსებელი იყო საერთოდ გარემოს დაცვის იდეასთან!

 

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გარემოს დაცვის ადეკვატური სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა არ გვაქვს!"- წერს გამსახურდია. 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner