„ტენდენცია არის კლებისა და ეპიდსიტუაციის დამშვიდებისკენ, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვართ, იმისგან, რომ ვთქვათ - ეპიდსიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, რაზეც რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: ერთი, ის რომ საკმაოდ ინტენსიურია აცრების რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში, მეორე, ის შეზღუდვები, რაც დაწესდა და მესამე დაკავშირებულია ვირუსის ბიოლოგიურ ციკლთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.