ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მკვლელობა მოხდა.
ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.