საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. ლიპარტელიანმა გუშინ სკანდალური ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია ალეკო ხოჯევანიშვილის და ზაზა სარალიძის ფარული შეხვედრა.
„იმ სიბინძურის ფონზე, რასაც თქვენი ტელევიზია კადრულობს, ნამდვილად საამაყოდ მაქვს საქმე... თქვენნაირმა, არაკომპეტენტურმა, ამავდროულად, მატყუარამ და ქვეყნისთვის საშიშმა ტელევიზიამ, რომელსაც ადამიანების მკვლელი და კრიმინალი ადამიანი ხელმძღვანელობს, ჩემს საქმიანობაში და ზოგადად, ჩემს შესახებ, ვერაფერი იმაზე მეტი კომპრომატი რომ ვერ ნახა, რაც საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსსა“ და ქალაქ თბილისის მერიის, ნაძალადევის რაიონის გამგეობას შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებაა, მართლა მგონია და არ მეჩვენება, რომ მზე ნამეტანი დამნათის ციდან და ზომაზე მეტად ვკაშკაშებ, თქვენს ფონზე… ის მართლა თხა და გაუნათლებელი ჟურნალისტი, სიუჟეტში ხმამაღლა რომ ამბობს, თურმე მე, საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსს“ მაფინანსებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა… მან არ დაასახელა კონკრეტულად იმ თანხის რაოდენობა, რომელიც მე წლიურად მეხდება და დაახლოებით, ეს 5 ათასი ლარია, რაც თვეში 415 ლარს შეადგენს... რომელიც ირიცხება, საინფორმაციო მომსახურების შპს-ს ანგარიშზე… რაც კანონით დაშვებული თანხაა და ეს არის ხელშეკრულება, რომლის გაფორმების უფლება ჩვენ კანონით გვაქვს. სად დაინახა აქ მან კანონდარღვევა, ამის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს… ჟურნალისტმა ეს ხელშეკრულება, განგებ, ზერელედ მიმოიხილა და სინამდვილეში, ის ხალხის დასაბოლებლად გამოიყენა… თითქოსდა, არიქა, ლიპარტელიანი თურმე სასწაულ კანონდარღვევას სჩადის და ხედავთ, თურმე მერიისგან ფულს იღებსო… მაგრამ ეს ყველაფერი, იცით, რატომ მოხდა? ამ შტერ და არაპროფესიონალ თხა გოგოს, იცით, რატომ გავახსენდი? მე ხომ გუშინ სკანდალური ვიდეო გავავრცელე, სადაც სუს-ის ყოფილი უფროსი ალეკო ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს რაღაც კონვერტს გადასცემს, სადღაც კაფეში… ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტებს გახარებოდათ იმ ვიდეოჩანაწერის ნახვა, რომელიც მე ერთმა ფბ-მომხმარებელმა მომაწოდა, დარდით მოკვდნენ და დაწყდნენ, იმის ნაცვლად, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილისთვის დაესვათ კითხვა, რატომ გადასცა ზაზა სარალიძეს კონვერტი კაფეში, როცა ამბობს, თითქოს შვილის მკვლელობის გამოძიების საქმის შესახებ ინფორმაცია გადასცაო, როცა მას ამისთვის სამუშაო ოთახი ჰქონდა და შეხვედრა, საინტერესოა, იქ რატომ არ შედგაო… ნაცვლად ამისა, ჟურნალისტებმა, ჩემი სააგენტოსა და ჩემს შესახებ კომპრომატების მოძიება დაიწყეს. მერე რა, რომ დაიწყეთ, რა დედითქვენის ნახეთ? კანონიერი შრომითი ხელშეკრულება რომ შეაჩეჩეთ ხალხს კომპრომატად, თითქოს მერია მე მაფინანსებს, ეს არის უვიცობა, კრეტინებო, მართლა გრცხვენოდეთ, ასე რომ სძულხართ ხალხს, მართლა არ გიტყდებათ?
მთავარი და აუცილებელი, რაც ამ ყველაფერში მდგომარეობს, საინტერესოა, თქვენთვის, ნებისმიერი ჟურნალისტისთვის რომ გამოეგზავნათ ეს ვიდეო, არ დადებდით? თუ არ დადებდით, მაშინ თქვენ ჟურნალისტები კი არა, მთხლეები იქნებოდით… ჰოდა, მე, დარეჯან ლიპარტელიანი, მთხლე არა ვარ და რაც გამომიგზავნეს, დავდე და გავასაჯაროვე. მესიჯს რომ მწერს და მეკითხება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, ვინ მოგაწოდათ ვიდეოო? მე რა, რამე მეტყობა არასრულფასოვნების, წყარო რომ გავცე და დავასახელო??? თქვენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხართ და ჭუტალას დუქანში, ყავის ჭიქაზე მკითხაობით და მჩხიბაობით, გინდათ, პროფესიონალები გახდეთ? მე არასდროს მიკითხავს რესპონდენტისთვის, ვინ მოგაწოდათ მასალებიო… შესაძლებელია ვკითხო, კი ბატონო, რა გზით მოიპოვეთ და როგორ ჩაგივარდათ ხელში ეს სკანდალური ვიდეო-თქო…
„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ქაჯაიამ მომწერა, მსგავსი შინაარსის მესიჯი… ხალხნო, მე თქვენთვის მიკითხავს ოდესმე, ვინ გაძლევთ იმ ცრუ და ბნელ ტყუილ მასალებს, რომელსაც თქვენი ტელევიზია ავრცელებს და წამლავს ხალხს-თქო? მგონი, ეს ის ქაჯაიას და არის, თუ არ ვცდები, დედოფლისწყაროში, ღარიბაშვილის არასრულწლოვან ბავშვებს რომ დასდევდა და დილის 6 საათიდან, სახლიდან გამოგდებულივით, პატარა ბავშვებს რომ უსაფრდებოდა?! აი, ასეთი თხა ჟურნალისტების თავშესაფარი გახდა ჭუტალას ტელევიზია, იგივე დუქანი… თქვენ ვერასდროს ჩემს შესახებ კომპრომატს ვერ მოძებნით, გარდა იმისა, რომ ყველა ჩემი კოლეგისთვის, სადაც კი მიმუშავია, სიკეთის მეტი, არასდროს სხვა არ მიკეთებია და ისეთ მაგარ გაზეთებში ვიმუშავე წლების მანძილზე, სადაც მართლაც, საქართველოს პოლიტიკური ისტორია იწერებოდა… „დრონი“, „დილის გაზეთი“, „ახალი თაობა“, „ალია“ და ბოლოს რამდენიმე თვე „ვერსიაში“… საიდანაც, 7 ნოემბრის შემდეგ, მალევე წამოვედი… 2011 წლიდან კი, „კვირის პალიტრა“, „ყველა სიახლეში“ ვმუშაობდი… ვამაყობ ჩემი განვლილი ცხოვრების გზით. დიახ, მუდამ თავაწეული ვივლი და არასდროს არ დავიმსახურებ იმ ზიზღს, რასაც თქვენი ტვ-ს ჟურნალისტები, ხალხისგან იმსახურებთ…
ასე რომ, „ტვ პირველის“ მაძუგი, ბოროტებასა და ღალატთან გაიგივებული კასტა, მე ვერაფერს დამაკლებს… ღიად და დაუფარავად ვიტყვი, ყველა გაზეთი, საინფორმაციო სააგენტო თუ ნებისმიერი გამოცემა, სწორედ თქვენს მიერ ხსენებულ ხელშეკრულებებზე დაყრდნობით მუშაობს და თქვენს მიერ, მოძებნილი გახრწნილი ნაციონალი ქალბატონი, ვინც ეგ მოგაწოდათ, ვიცი, ვინც არის და ჩათვალეთ, რომ მას ამ საქციელისთვის და იმ ფინანსური ურთიერთობის განთქმისთვის, რაც კანონით ეკრძალებოდა, მკაცრი პასუხი გაეცემა, ღალატისთვის, ორპირობისა და ბოზობისთვის….
ასევე, აქვე მინდა განვაცხადო, რომ ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან, დღეიდან შრომით ხელშეკრულებას ვწყვეტ, განა იმისთვის, რომ თქვენი ლენჩი სიუჟეტის შემეშინდა, ანდა იმისთვის არა, რომ, რაიმე უკანონო ქმედებასთან გავწყვიტე კავშირი, არამედ იმისთვის, რომ, ნებისმიერმა საჯარო სამსახურმა და კერძო პირმა, მეტი პასუხისმგებლობით რომ მოეკიდონ მომავალში მედიასთან ურთიერთობას და დაიცვან ის აუცილებელი წესი, ფინანსური კონფიდენციალობის შესახებ, რაც მოქმედი კანონით არის გაწერილი..
მიუხედავად ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებისა, პირადად მე და ჩემი საინფორმაციო სააგენტო ქალაქის მერს კახა კალაძეს იმაზე მეტს გავუკეთებთ, რასაც ამ ხელშეკრულების შესაბამისად ვუკეთებდით. ჩემი უპირობო მხარდაჭერა კახა კალაძეს!“ - წერს ლიპარტელიანი.