logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: აშშ 20 წელი ცდილობდა, საკუთარი სტანდარტები დაემკვიდრებინა ავღანეთში, შედეგად კი ტრაგედია მიიღო
- +

1 სექტემბერი. 2021. 16:49

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეფასებით, აშშ 20 წლის განმავლობაში ცდილობდა, ავღანეთში საკუთარი სტანდარტები დაემკვიდრებინა, შედეგად კი მხოლოდ ტრაგედია და დანაკარგი მიიღო.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სხვა ქვეყნებისთვის გარედან რაიმეს თავზე მოხვევა დაუშვებელია და აუცილებელია ცივილიზებულად დახმარება.

 

„ამერიკელი სამხედროები ამ ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ცდილობდნენ იქ მცხოვრები ხალხის „გაცივილურებას“. არსებითად კი ცხოვრების საკუთარი ნორმებისა და სტანდარტების დამკვიდრებას, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. შედეგი კი ტრაგედიაა. მხოლოდ დანაკარგი. მათთვის ვინც ეს გააკეთა, ანუ აშშ-სთვის და მით უმეტეს ავღანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner