logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: გახარიამ მიიღო დავალება - იმისთვის, რომ გაჩნდეს მეორე ტურის თეორიული შანსი მაინც, თავად დააყენოს თბილისის მერობაზე კანდიდატურა
- +

1 სექტემბერი. 2021. 17:18

 

„მეორე ტურის თეორიული შანსი მაინც რომ გაჩნდეს, გიორგი გახარია აპირებს, თბილისის მერობაზე თავისი კანდიდატურა დააყენოს ან თბილისში საკუთარი პარტიული სიის პირველი ნომერი იყოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„უტყუარი და ასპროცენტიანი ინფორმაცია! ვხედავთ, რომ კახა კალაძე ყველა მონაცემით პირველივე ტურში, 60 პროცენტზე მეტი შედეგით, დამაჯერებლად იმარჯვებს! გიორგი გახარიამ მიიღო დავალება: 1. იმისათვის, რომ გაჩნდეს მეორე ტურის თეორიული შანსი მაინც, თავად დააყენოს თბილისის მერობაზე კანდიდატურა, ან 2. პარტიული ხმების გასაყოფად და საკრებულოში კალაძისთვის უმრავლესობის წასართმევად, თბილისში იყოს საკუთარი პარტიული სიის პირველი ნომერი!

 

ვისი დავალებაა, ლოგიკურად ადვილი მისახვედრია! ერთი კი ნათელია - დავალების გამცემი (თუ გამცემები) ბოლომდე იყენებს და მარხავს გახარიას!

 

სწორია თუ არა ინფორმაცია, სულ რამდენიმე საათში გავიგებთ და მერე ნუღარ ვიკამათებთ, მოღალატეა თუ არა ეს კაცი და ასრულებს თუ არა მიშას დავალებებს, განსაკუთრებით ვაშინგტონში მასთან „შემთხვევითი“ შეხვედრის შემდეგ!“ - წერს ბოჟაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner