logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი: ლიპარიტ ბაღვაშის შემდეგ აღმაშენებლისთვის ჯერ არავის უღალატია
- +

1 სექტემბერი. 2021. 17:30

 

 

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სახელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამიერიდან მას „მესამე ძალა“ ერქმევა. ამ ფაქტს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში იუმორით გამოეხმაურა.

 

„ლიპარიტ ბაღვაშის შემდეგ აღმაშენებლისთვის ჯერ არავის უღალატია“, - წერს ლევან იოსელიანი.

 

ცნობისთვის, პარტიამ სახელი უკვე მეორედ შეიცვალა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სახელწოდებით „ახალი საქართველო“ გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით 2016 წელს დაფუძნდა. 2020 წელს პარტიამ სახელი შეიცვალა და „ახალი საქართველოს“ ნაცვლად „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეწოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner