logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანელი სნაიპერის გასროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ცნობები ყალბი და პროვოკაციულია
- +

1 სექტემბერი. 2021. 18:21

 

,,აზერბაიჯანელი სნაიპერის გასროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ცნობები ყალბი და პროვოკაციულია”, – ამის შესახებ სააგენტო „რეპორტს“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს,

 

თავდაცვის უწყების განცხადების მიხედვით, მათ ქვედანაყოფებს ინფორმაციაში მითითებული მიმართულებით ცეცხლის არ გაუხსნიათ.

 

„ცოტახნის წინ სომხეთის ოფიციალური და არაოფიციალური წარმომადგენლები გამოვიდნენ დაუსაბუთებელი განცხადებებით, თითქოს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, იწვევენ ტყის ხანძრებს, იპარავენ პირუტყვს, ახდენენ სხვადასხვა სახის ზეწოლას სოფლების მოსახლეობაზე და ა.შ.“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner