logo_geo
eng_logo
შესაძლოა „მასტერას“ სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს
- +

25 ივლისი. 2016. 05:20



"ეს ჩემთვის მთელი ცხოვრების ტრაგედიად დარჩება, მაგრამ მე მკვლელი არ ვარ" - "მასტერა" რომან სურმანიძის ოჯახს ბოდიშს უხდის.

 

 გია დგებუაძემ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამას და ოჯახს ბოდიში მოუხადა.


"კარგად მესმის თქვენი განწყობა და მდგომარეობა. ის ტკივილი რაც თქვენი შვილის დაკარგვითაა გამოწვეული, ამის შემსუბუქება და გადატანა ძალიან ძნელია, მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ. გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი სინანული როგორც პოლიციელის, რომ ამ სპეცოპერაციაში მე ვიღებდი მონაწილეობას და როგორც ერთ-ერთმა რიგითმა პოლიციელმა ვერ მოვახერხე პოლიციელის უმთავრესი მოვალეობის შესრულება, რაც გამოიხატება ადამიანის სიცოცხლისა და მისი უსაფრთხოების დაცვაში. სამწუხაროდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ თქვენი შვილისა და მისი მეგობრების სიცოცხლის დაცვა. ამიტომ მე ჩემი მხრიდან გიხდით ბოდიშს. მე არ მინდა თქვენ ნაადრევი დასკვნები გააკეთოთ. ისიც კარგად მესმის, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარკვეული ზრუნვა იგრძენით თქვენი საქმის მიმართ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ზრუნვა არ არის გამოწვეული თქვენი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ან იმის გამო, რომ ვიღაცას სამართლიანობის აღდგენა უნდა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ძალიან გთხოვთ. მე გახლავართ გიორგი დგებუაძე, 18 წლის სტაჟის მქონე ვიცე-პოლკოვნიკი და ვფიქრობ, ჩემს მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი. გთხოვთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყურადღებით ადევნოთ თვალი ამ სასამართლო პროცესებს", - განაცხადა დგებუაძემ სასამართლო პროცესზე.


როგორც გია დგებუაძემ აღნიშნა, მას არაერთხელ უფიქრია იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა იმისთვის, რომ ტრაგიკული შედეგი არ დამდგარიყო, თუმცა ამაზე პასუხი დღემდე არ აქვს.



შეგახსენებთ, რომ თუ აღნიშნულ საქმეში გია დგებუაძის ბრალეულობა დადასტურდა, მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner