logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას
- +

1 სექტემბერი. 2021. 19:44

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მდინარაძის თქმით, კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს.

 

„მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას. კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს? კახი პირველივე ტურში იგებს!!!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

 

ინფორმაციისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ თავად პარტიის თავმჯდომარემ 1-ელ სექტემბერს განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner