logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: გიორგი გახარია თვითწარდგენით დასახელდა თბილისის მერობის კანდიდატად, ისეთი სახე ჰქონდა აშკარად „ვიღაცამ“ დაავალა
- +

1 სექტემბერი. 2021. 19:34

 

 

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მელიამ ხოშტარია წარადგინა, ხოშტარიამ მელია, ამას წარმდგენიც არავინ ჰყავდა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, გიორგი გახარია თვითწარდგენით დასახელდა თბილისის მერობის კანდიდატად, ისეთი სახე ჰქონდა აშკარად „ვიღაცამ“ დაავალა“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

ინფორმაციისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ თავად პარტიის თავმჯდომარემ 1-ელ სექტემბერს განაცხადა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner