logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე ვახო სანაიას: ძალიან დიდი უტიფრობის ხარისხი უნდა გქონდეს სულში, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ბიოგრაფია მიმოიხილო
- +

1 სექტემბერი. 2021. 20:45

 

 

„სანაიაზე კი საუბარს ასე დავამთავრებ. ძალიან დიდი უტიფრობის ხარისხი უნდა გქონდეს სულში, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ბიოგრაფია მიმოიხილო და გაიკვირვო მისი თავდაცვის მინისტრობა, როდესაც კეზერაშვილის ნასუფრალიდან გადმოყრილი ხელფასით იკვებები“, - ამ სიტყვებით მიმართავს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ჟურნალისტ ვახო სანაიას.

 

ჩიხელიძე სანაიას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ბიოგრაფიის გადათვალიერებისკენ მოუწოდებს:

 

„კეზერაშვილის ბიოგრაფია გადაათვალიერე სანაიავ, ამჯერად „მარიონეტების თეატრს“ რომ ხელმძღვანელობს. „კეზერა“ თავდაცვის მინისტრობიდან მრავალი მილიონით შეიარაღებული გავიდა!!! ამას იგი არც თვითონ მალავს. შენ კი „მარიონეტების თეატრის“ „შნირ-მსახიობო“ ერთ სიბრძნეს შეგახსენებ შენთვის გასაგებ ენაზე: „კატას თავის ..... ლომი ეგონა“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner