-
+
2 სექტემბერი. 2021. 00:11
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
„უკრაინასა და აშშ-ს ერთნაირი ღირებულებები აქვთ. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის აგრესიის წინაშე. აშშ ასევე მხარს უჭერს უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან ერთად განიხილავს, როგორ შეუძლია აშშ-ს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.